ავტორი:

ბელგიაში, საშობაო ბაზარში მთავარი ნაძვის ხე წაიქცა - შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა (ვიდეო)

ბელგიაში, საშობაო ბაზარში მთავარი ნაძვის ხე წაიქცა - შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა (ვიდეო)

ბელგიის ქალაქ აუდენარდეში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ქარიშხლის შედეგად წაიქცა, შედეგად დაიღუპა ერთი ქალი და კიდევ ორი მოქალაქე დაშავდა.

მედიაში გავრცელდა უსაფრთხოების კამერით გადაღებული კადრები, სადაც ნაძვის ხის წაქცევის მომენტი არის აღბეჭდილი.

<blockquote class="twitter-tweet" data-media-max-width="560"><p lang="nl" dir="ltr">Kerstboom valt omver in Oudenaarde. Er valt 1 dodelijk slachtoffer. Een klimaatdode. ☝️ Vroeger waaide het niet. <a href="https://t.co/9RRdB1V97r">pic.twitter.com/9RRdB1V97r</a></p>&mdash; Koen Godderis (@koengodderis) <a href="https://twitter.com/koengodderis/status/1738096897217212877?ref_src=twsrc%5Etfw">December 22, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ნაძვის ხე ქალაქის ცენტრალურ ადგილასაა განთავსებული, სადაც მოწყობილია საშობაო ბაზრობა და სადაც მუდმივად ხალხმრავლობაა.

პოლიციის ცნობით, მსხვერპლი 63 წლის ქალია.

"გამოძიება გაარკვევს, იყო თუ არა ხე სათანადოდ მყარად დამონტაჟებული“, - აცხადებენ სამართალდამცავები.