ავტორი:

ნორვეგიულმა საკრუიზო ხომალდმა, სადაც 266 მგზავრი იმყოფება, ნავიგაციის შესაძლებლობა დაკარგა - რას აცხადებენ ეკიპაჟის წევრები

ნორვეგიულმა საკრუიზო ხომალდმა, სადაც 266 მგზავრი იმყოფება, ნავიგაციის შესაძლებლობა დაკარგა - რას აცხადებენ ეკიპაჟის წევრები

ნორვეგიულმა საკრუიზო ხომალდმა ნავიგაციის შესაძლებლობა დაკარგა მას შემდეგ, რაც ძლიერი ტალღა შეეჯახა.

ტალღის შეჯახების შედეგად გემზე დაზიანდა ფანჯრები და გაითიშა ელექტროენერგია.

შემთხვევა გასულ ხუთშაბათს მოხდა, როცა გემი ჩრდილოეთის ზღვაში მიცურავდა. ბორტზე 266 მგზავრი იმყოფება. საკრუიზო ხომალდი სახელად Maud, ინგლისისკენ მიემართებოდა.

როგორც სააგენტო "როიტერსი" დანიის სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, "სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება".

სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის სპიკერის თქმით, იგეგმება გემის ბუქსირება დანიის პორტში.

საკრუიზო კომპანიაში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად გემზე მყოფი პირებიდან სერიოზულად არავინ დაშავებულა და სიტუაცია საკრუიზო ხომალდზე სტაბილურია.

წყარო