ავტორი:

"ხალხს საკმაოდ მობეზრდა ერთი და იგივე ადამიანების ყურება ეკრანებზე" - რა განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი

"ხალხს საკმაოდ მობეზრდა ერთი და იგივე ადამიანების ყურება ეკრანებზე" - რა განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც სუპერპაკის იდეასთან დაკავშირებით საუბრობს.

"საერთოდ არ მესმის რა შუაშია სუპერპაკის იდეასთან სხვა ოპოზიციური პარტიები და მედიის ზოგიერთ საშუალებაში ამ თემაზე სპეკულაცია.ამერიკის მაგალითს მაინც შეხედეთ, რესპუბლიკელების პაკ-ის თემას არავინ არ ეკითხება დემოკრატებს და პირიქით, მე ვისაუბრე "ნაციონალური მოძრაობის" პაკ-ზე და ამ ერთობის კომიტეტში მაქვს ძალიან სერიოზული ადამიანების გაერთიანების მოლოდინი.ჩემს ფუნქციას პოლიტიკაში ახალი ხალხისთვის გზის გახსნაში ვხედავდი ყოველთვის, საქართველოშიც და უკრაინაშიც.

სხვა პარტიებსაც შეუძლიათ შექმნან პაკი და იქ ისეთი ხალხი მიიზიდონ, ვინც თავისი შეხედულებებით უფრო ახლოს არიან მათთან.ხალხს საკმაოდ მობეზრდა ერთი და იგივე ადამიანების ყურება ეკრანებზე. დროა ქვეყნის გადარჩენის საკითხი საკუთარ ხელში ამა თუ იმ ფორმით ფართო საზოგადოებამ აიღოს", - წერს სააკაშვილი.