ავტორი:

რას გეგმავს მთავრობა საახალწლოდ რეგიონებში და როგორ გამოიყურება საზეიმოდ მორთული ქალაქები (ფოტოები)

რას გეგმავს მთავრობა საახალწლოდ რეგიონებში და როგორ გამოიყურება საზეიმოდ მორთული ქალაქები (ფოტოები)

საქართველოს 63 ქალაქი და დაბა ბაკურიანი წელს განსაკუთრებულად ლამაზია. ახალი წლის დღეები 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, წელს ყველა ქალაქს საჩუქრად გადაეცა საახალწლო ილუმინაციები.

  • საქართველოს 63 ქალაქში და დაბა ბაკურიანში 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით მოეწყობა: საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები; გაიმართება კოსტუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირთა მსვლელობა; ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. გაიმართება როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტი. ყველა საღამო დასრულდება საზეიმო ფოიერვერკით.

წარმოდგენილი იქნება საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი. მოეწყობა საბავშვო გადსართობი სივრცეები, ბავშვები შეხვდებიან ზღაპრის გმირებს, სანტებს, მოსიარულე დრამერებს, თოვლის ბაბუას და მათთვის საყვარელ პერსონაჟს, ჟირაფ ჟოზეს.

დაათვალიერეთ ფოტოები საახალწლოდ მორთული რეგიონებიდან

რუსთავი

ახალციხე

ლენტეხი

ონი

ფოტოების ნაწილი გამოყენებულია ბადრი ვადაჭკორიას ალბომიდან