ავტორი:

სად გაქრა ნავალნი - უკავშირდება თუ არა ეს პუტინის საარჩევნო გეგმებს: "ვფიქრობ, ეს მიზანმიმართული ტაქტიკაა"

სად გაქრა ნავალნი - უკავშირდება თუ არა ეს პუტინის საარჩევნო გეგმებს: "ვფიქრობ, ეს მიზანმიმართული ტაქტიკაა"

პარასკევს, ვიდეო ბმულით ჩატარებულ სასამართლო სხდომას რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი არ ესწრებოდა. ნავალნის გუნდის თქმით, ცნობილი პოლიტიკოსი უკვე 17 დღეა დაკარგულია, მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.

"დღეს ალექსეის ორი სასამართლო პროცესი უნდა ჰქონოდა. თუმცა, არცერთ მათგანს არ დასწრებია. იგი ამდენ ხანს არასდროს გაუჩინარებულა“, - წერს ნავალნის გუნდი Telegram-ზე.

  • ნავალნის თანაშემწეებმა მისი ამჟამინდელი მდებარეობის ან სტატუსის შესახებ სრული და სანდო ინფორმაციისთვის ფულადი ჯილდო დააწესეს.

პოლიტიკოსის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, კრემლმა განაცხადა, რომ არ აქვს "არც განზრახვა და არც შესაძლებლობა, თვალყური ადევნოს პატიმართა ბედს და შესაბამის დაწესებულებებში მათი ყოფნის პროცესს“.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ მილოვის განცხადებით, ნავალნის გაუჩინარება საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთანაა დაკავშირებული - ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. გამარჯვების შემთხვევაში, იგი ძალაუფლებას 2030 წლამდე შეინარჩუნებს.

"ვფიქრობ, ეს მიზანმიმართული ტაქტიკაა. პუტინი ძალაუფლების ხელში აღებას დაშინების, რეპრესიებისა და საზოგადოებაზე ზეწოლის გზით აპირებს, ეს კი აშკარა შანტაჟია ყველა ოპოზიციური ძალისთვის“,- ამბობს მილოვი და აღნიშნავს, რომ ნავალნის ადგილსამყოფლის დასადგენად ყველა ძალას იყენებს, თუმცა "ჯერჯერობით პასუხი არ არის“.

მისივე თქმით, ამისთვის საჭიროა რუსეთის დაკავების დაწესებულებაში წერილობითი შეკითხვის გაგზავნა და ნავალნის ადგილსამყოფლის ინფორმაციის მოთხოვნა - ეს კი საკმაოდ დამღლელი პროცესია და "დიდ ძალისხმევას მოითხოვს“.

"ჩემი კოლეგები თითქმის ყველა ცნობილ დაკავების დაწესებულებას დაუკავშირდნენ. ზოგმა გვითხრა, რომ ნავალნი მათთან არ იმყოფებოდა, დანარჩენებისგან კი პასუხს კვლავ ველოდებით“ - ამბობს მილოვი. წყარო