ავტორი:

რთული ხილვადობაა გომბორზე - რას აცხადებენ კახეთის საგზაო სამმართველოში?

რთული ხილვადობაა გომბორზე - რას აცხადებენ კახეთის საგზაო სამმართველოში?

რთული ხილვადობის და უამინდობის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალა.

როგორც კახეთის საგზაო სამმართველოში განაცხადეს, ამ მონაკვეთზე ძლიერი ქარბუქია, რის გამოც, გადადგილება დროებით შეიზღუდა.

თუმცა, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდა.

ასევე, შუამთის მონასტერთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც ამ მიმართულებით ავტომობილების გადადგილებას აკონტროლებს