ავტორი:

"საკმარისია!" - რა უთხრა ჟოზე მოურინიომ ხვიჩა კვარაცხელიას? - ინციდენტის დეტალები

"საკმარისია!" - რა უთხრა ჟოზე მოურინიომ ხვიჩა კვარაცხელიას? - ინციდენტის დეტალები

სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლი“ გასვლაზე "რომას“ შეხვდა და მატჩი ანგარიშით 2:0 დათმო. ყველა ელოდა, რომ "რომა" ტრადიციულად დაცვით და ჩაკეტილ თამაშს შესთავაზებდა მეტოქეს, თუმცა ასე არ მოხდა. გუნდები პირველ ტაიმში, საკმაოდ გახსნილად და გარდამავალი უპირატესობით უტევდნენ.

ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენჯერმე სცადა თამაშის გამწვავება, თუმცა არაფერი გამოვიდა ამისგან შედეგიანი. სიმართლე მოითხოვს აღინიშნოს, რომ მას "რომას" ფეხბურთელები ძალიან მჭიდროდ და უხეშად ეთამაშებოდნენ, ერთ ეპიზოდში ხვიჩა კვარაცხელია სერიოზულ ტრავმას გადარჩა როდესაც მას მეტოქე ფეხბურთელმა სახეში ჩაარტყა ხელი. პირველ ტაიმში ხვიჩასთან უხეში თამაშის გამო "რომას" ორმა ფეხბურთელმა მიიღო ყვითელი ბარათი.

ერთ-ერთ ეპიზოდში "რომას" ფეხბურთელი, ბრაიან კრისტანტე ხვიჩას წინააღმდეგ დაჯარიმდა, მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა, მომხდარი კი "რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გააპროტესტა, რის გამოც ჟოზემაც ყვითელი ბარათი მიიღო.

  • თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა, როდესაც ხვიჩამ მოურინიოს სიახლოვეს ჩაიარა,, ჟოზემ მას უყვირა - Basta! რაც ნიშნავს "საკმარისია". ამით პორტუგალიელი სპეციალისტი ხვიჩას მოუწოდებდა, რომ "სიმულაციაა საკმარისი". ჟოზესა და "კვარას" შორის მცირე შელაპარაკება მოხდა, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ 66-ე წუთზე, როდესაც მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა პოლიტანოს. "ნაპოლი" მოედანზე 10 კაცით დარჩა. რის მერეც "რომა" უტევდა და 76-ე წუთზე ანგარიშის გახსნაც მოახერხა, მერეტის კარში გოლი შეცვლაზე შემოსულმა პელეგრინიმ გაიტანა. 85-ე წუთზე "ნაპოლის" კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუძევეს, ამჯერად ოსიმენმა მიიღო მეორე ყვითელი ბარათი და დატოვა მოედანი. 85-ე წუთზე "რომამ" მეორე გოლის გატანა მოახერხა. ბურთი ლუკაკუმ გაიტანა.