ავტორი:

"რუსეთს არასოდეს შეეძლო ერი გამხდარიყო, ის ყოველთვის იყო იმპერია, მეფესთან, საბჭოთა კავშირთან და ახლა პუტინთან ერთად, ეს უცვლელია და საფრთხეა მისი მეზობლებისთვის" - ბორელი

"რუსეთს არასოდეს შეეძლო ერი გამხდარიყო, ის ყოველთვის იყო იმპერია, მეფესთან, საბჭოთა კავშირთან და ახლა პუტინთან ერთად, ეს უცვლელია და საფრთხეა მისი მეზობლებისთვის" - ბორელი

რუსეთს არასოდეს შეეძლო ერი გამხდარიყო, ის ყოველთვის იყო იმპერია, ეს უცვლელია და აქედან გამომდინარე, საფრთხე მისი მეზობლებისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი კვლავ მზადაა, იბრძოლოს, შესაბამისად, საფრთხეა როგორც მეზობლებისთვის, ასევე, ევროპისთვის.

"ის კვლავ მზადაა იბრძოლოს, დაუშვას თავისი ხალხის სიკვდილი, დაიღუპოს თავისი ხალხი. რუსეთს არასოდეს შეეძლო ერი გამხდარიყო. ის ყოველთვის იყო იმპერია მეფესთან, საბჭოთა კავშირთან და ახლა პუტინთან ერთად. ეს უცვლელია რუსეთის და მისი პოლიტიკური იდენტობისთვის და აქედან გამომდინარე, საფრთხე მისი მეზობლებისთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის“, - აღნიშნა ბორელმა.