ავტორი:

20 წლის კურიერი გოგონა, რომელიც ავარიაში მოყვა, გარდაიცვალა

20 წლის კურიერი გოგონა, რომელიც ავარიაში მოყვა, გარდაიცვალა

20 წლის კურიერი გოგონა მარიამ ჩაჩანიძე, რომელიც ივნისში ავარიაში მოჰყვა და თითქმის 7 თვე კომაში იყო, გარდაიცვალა.

მომხდარი ავარიის შესახებ გოგონას დედა ambebi.ge - ს ამ ცოტა ხნის წინ ესაუბრა:

"ჩემი გოგო "ვოლტის" კურიერი იყო, მოპედით მოძრაობდა. ქსნის ქუჩაზე ავარია იყო და ხალხი შეგროვილიყო, მარიამიც გაჩერებულა, იქვე ბორდიურზე. ამ დროს ვიღაც ქალბატონი გამოვარდნილია, არ ვიცი ჩქარა მოძრაობდა, წინ არ იყურებოდა თუ რა მოხდა, რომ მიმხვდარა რომ გაჩერებულ მანქანებს ეჯახებოდა, აუქცევია და ბორდიურისკენ აუღია საჭე, მაგრამ იმის მაგივრად, რომ დაემუხრუჭებინა, არევია და მუხრუჭის მაგივრად გაზისთვის მიუჭერია ფეხი... ეს გაფრენილი მანქანა ბორდიურზე მდგარ ჩემს შვილს შეეჯახა, ბავშვი გაისროლა და მისი მოპედი კი იქ მდგარ მანქანის ქვეშ შეტენა. მარიამს ჩაფხუტი ეფარა და ისეთი ძლიერი შეჯახება იყო, რომ ჩაფხუტიც გაუძვრია. ტვინის დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს..."

  • ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს მარიამის ოჯახსა და ახლობლებს.