ავტორი:

საახალწლო საჩუქრები სილქნეტისგან!

საახალწლო საჩუქრები სილქნეტისგან!

სილქნეტი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს. ცნობილი ხდება, რა აქციები და ფასდაკლებებია გათვალისწინებული მომხმარებლებისთვის 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით.

საახალწლო დღეებში SilkTV სერვისზე მომხმარებლებს ყველა ტელე არხი გაუაქტიურდება

SilkTV-ის რეიტინგული არხები გამორჩეულად გასართობ, სადღესასწაულო ეთერს გვპირდებიან. საყვარელი ფილმებით შეივსება კინო კონტენტიც. საახალწლო დღეებში განსაკუთრებული პროგრამა აქვთ ტელევიზიებს. სილქნეტის ოპტიკურ ქსელში, 25 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით, ყველა მომხმარებელს, პაკეტის მიუხედავად, ყველა არხი ჩაერთვება საჩუქრად.

YouTube უფასოდ!

25 დეკემბერს, Silk TV-ის მომხმარებლებს, ავტომატურად გაუაქტიურდება ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ჰოსტინგ პლატფორმა Youtube. აბონენტები IPTV/4K დეკოდერით, შეძლებენ უფასოდ ისარგებლონ სერვისით 7 იანვრის ჩათვლით.

დაიმატე Silk TV უფასოდ და უყურე 5 ლარად სპორტულ, კინო, შემეცნებით არხებს!

თუ უკვე სარგებლობთ სილქნეტის ოპტიკური ინტერნეტით თბილისის მასშტაბით, საუკეთესო დროა სილქნეტის სატელევიზიო სერვისის დასამატებლად,:

ინსტალაცია უფასოა;

სამი თვის განმავლობაში 200-ზე მეტი არხით, თვეში მხოლოდ 5 ლარად ისარგებლებთ;

აქცია ძალაშია: 31 დეკემბერი - 31 იანვარი

აქციაში ჩასართავად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე (032 2100100) ან გვეწვიეთ თბილისის მომსახურების ცენტრებში.

ოპტიკური ბუსტი უფასოდ

თუ დასვენების დღეების სახლში გატარება გადაწყვიტეთ, სილქნეტის საჩუქრით ისარგებლეთ და „დაბუსტეთ“ ინტერნეტი. 25 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით, უფასოდ ჩაირთავთ „ოპტიკურ ბუსტს“. ამ შეთავაზებით, 30 დღის განმავლობაში 15 Mb/წმ-ით გაიზრდება თქვენი პაკეტის სიჩქარე. 1 თვის შემდეგ „ბუსტი“ ავტომატურად გაგრძელდება სტანდარტული ტარიფით - დღეში 0.2 ლარად.

პაკეტი „Gamer“ 50%-იანი ფასდაკლებით

ონლაინ თამაშებისას, სიჩქარის გარდა, პარამეტრების გაუმჯობესებაა საჭირო. საახალწლო დღეებში „გეიმერები“ სილქნეტისგან საჩუქრად მიიღებენ პაკეტ „Gamer“-ზე 50%-იან ფასდაკლებას 1 თვით. აქციაში ჩასართავად, 25 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით, დაუკავშირდით სილქნეტის ცხელ ხაზს 2100100 ან ეწვიეთ მომსახურების ცენტრებს თბილისსა და რეგიონებში.

ოპტიკური ინტერნეტის გაუმჯობესებული პაკეტი

ცალკე მდგომი ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლები შეძლებენ, ერთი თვის ვადით, ფასის უცვლელად, მიიღონ ინტერნეტის უფრო მაღალი პაკეტი. თუ სარგებლობთ პაკეტით „სტარტ+“,შეგიძლიათ მიიღოთ ერთით ზედა პაკეტი „დრაივი“- დამატებითი გადასახადის გარეშე. აქციაში მონაწილეობისთვის, დაუკავშირდით ცხელ ხაზს ან ეწვიეთ მომსახურების ცენტრებს.

დაელოდე საახალწლო შეთავაზებებს მობილურ სერვისზეც!

R