ავტორი:

ირანული მედიის ცნობით,-ისრაელის მიერ დამასკოს დაბომბვის შედეგად, ირანის რევოლუციური გვარდიის უფროსი ოფიცერი დაიღუპა - ირანი კი ისრაელს ემუქრება: "საფასურს გადაიხდიან"

ირანული მედიის ცნობით,-ისრაელის მიერ დამასკოს დაბომბვის შედეგად, ირანის რევოლუციური გვარდიის უფროსი ოფიცერი დაიღუპა - ირანი კი ისრაელს ემუქრება: "საფასურს გადაიხდიან"

ისრაელის მიერ დამასკოს დაბომბვის შედეგად, ირანის რევოლუციური გვარდიის უფროსი ოფიცერი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

  • ირანული მედიის ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის უფროსი ოფიცერი, რეზა მუსავი საჰაერო თავდასხმის შედეგად, სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში, სიტ ზეინაბში დაიღუპა.

მუსავი სირიაში ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთი მრჩეველი და გენერალ ყასემ სულეიმანთან დაახლოებული პირი იყო.

ისრაელის მხარე დამასკოს დაბომბვის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.

  • დამასკოში ირანელი ოფიცრის დაღუპვის გამო ირანის რევოლუციური გვარდია ისრაელს ემუქრება და აცხადებს, რომ ისრაელი "დანაშაულისთვის საფასურს გადაიხდის“

"უდავოდ, უზურპატორი და ველური სიონისტური რეჟიმი ამ დანაშაულისთვის საფასურს გადაიხდის“, - ნათქვამია ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებაში.

ირანელი ოფიცრის, რაზი მუსავის მკვლელობას ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისიც გამოეხმაურა.