ავტორი:

"მაინც დაღუპული ვარ... პირდაპირ მამის საფლავზე ავედი... პატიება ვთხოვე..." - რას ჰყვება 21 წლის ბიჭი, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა მამის მკვლელობის საქმეში უდანაშაულოდ ცნეს

"მაინც დაღუპული ვარ... პირდაპირ მამის საფლავზე ავედი... პატიება ვთხოვე..." - რას ჰყვება 21 წლის ბიჭი, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა მამის მკვლელობის საქმეში უდანაშაულოდ ცნეს

12 ნაფიცი მსაჯული რუსთავის სასამართლოში ურთულესი მისიის წინაშე იდგა, როცა განსასჯელის სკამზე 21 წლის კახა კობახიძე იჯდა. მას შურისძიების მოტივით მამის განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი და თავისუფლების უვადო აღკვეთა ემუქრებოდა. მკვლელობა 11 მაისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოხდა.

  • უპრეცედენტო გადაწყვეტილება

ზურაბ როსტიაშვილი, ადვოკატი:

- იმ დღეს მეზობლის გასვენებაში იყვნენ მამა-შვილი, კობა კობახიძემ დალია ჭირის სუფრაზე, კახამ სახლში მიიყვანა მამა და ისევ წავიდა. კობამ ჩხუბი დაიწყო. კახას დაურეკეს, მამა ჩხუბობსო. რადგან კახა ხშირად ახერხებდა მის დამშვიდებას და დაძინებას, ამჯერადაც უხმეს. პრობლემა სიმთვრალე იყო, აგრესიული ხდებოდა. სცემდა ცოლს, სახლში ამტვრევდა ნივთებს, ხშირად ხმარობდა დანას. სხვებთანაც ჰქონდა კონფლიქტები - ეს ყველამ იცის. სიფხიზლეში რადიკალურად განსხვავებული იყო. უმძიმესი ცხოვრება გამოიარა მისმა ცოლმა, რომელიც შიშით ელოდებოდა ქმრის ყოველ დალევას და როგორც კი მთვრალი მივიდოდა, რომ არ ეცემა, ქალი ხან ერთ მეზობელთან იმალებოდა, ხან მეორესთან. იმ დღესაც დალია და ატეხა ჩხუბი.

...

კახა კობახიძე 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს. მას ძალიან უჭირს მომხდარზე საუბარი. ინტერვიუს იმ პირობით დაგვთანხმდა, რომ იმ მძიმე წუთებს არ გავახსენებდით.

- იმ დღემდე, სანამ ეს განაჩენი არ გამოიტანეს, მართლა არ მეგონა, რომ ქვეყანაში სამართალი არსებობდა. სწორედ იმ დღეს დავიჯერე, რომ სამართალი არსებობს და ეს შეძლეს იმ პატიოსანმა უბრალო ადამიანებმა.

ძალიან განვიცდი იმას, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, დიდი სიხარული იყო, გარეთ რომ გამოვედი, მაგრამ ამ დიდ სიხარულს დიდი ტკივილი ახლავს. მაინც დაღუპული ვარ, ამ ამბის შემდეგ ვერ ვხედავ ცხოვრების მიზანს. ჩემი გული მკვდარია. თუმცა ძალიან მეშინოდა, როცა წარმოვიდგენდი სასჯელს. სულ მცირე, 16-წლიანი პატიმრობა მელოდა, 16 წელი პატარა დრო არ არის ადამიანისთვის. 21 წლის ბიჭს 16 წელს რომ მოგცემენ, იქ დამთავრდება ყველაფერი. საბოლოოდ დაესმებოდა წერტილი ჩემს ცხოვრებას. არადა, ამ ტრაგედიამდე სულ სხვა ცხოვრებაზე ვოცნებობდი. სულ სხვა გეგმები მქონდა. შეყვარებული ვიყავი, ოჯახის შექმნაზე, ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობდი. არ ვიცი ამას როგორ გადავლახავ. ამბობენ, დრო მკურნალიაო, ამას დაველოდები, მაგრამ ეს ტკივილი, ალბათ, მთელი ცხოვრება გამყვება.

- როგორც მითხრეს, სასამართლო დარბაზიდან პირველად მამის საფლავზე ახვედით.

- დიახ. ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემთვის. არაფერი მახსოვს, ისე ცუდად ვიყავი. სიმწრით ვიკოტრიალე საფლავზე. ველაპარაკებოდი მამას, პატიებაც ვთხოვე... მას შემდეგ დღე არ გავა, არ მივიდე. წაიკითხეთ სრულად