ავტორი:

უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი, "ნოვოჩერკასკი" გაანადგურეს - რას აცხადებენ კრემლში?

უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი, "ნოვოჩერკასკი" გაანადგურეს - რას აცხადებენ კრემლში?

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი "ნოვოჩერკასკი" ფეოდოსიის რაიონში საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის ფრთოსანი რაკეტებით განადგურდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 25 დეკემბრის საღამოს და 26 დეკემბრის ღამეს უკრაინის დამცველებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 19 დრონიდან 13 ჩამოაგდეს.

რუსებმა დრონები ოკუპირებული ყირიმის ბალაკლავასა და რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონებიდან გაუშვეს.

საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ 13 უპილოტო საფრენი აპარატი ოდესის, ხერსონის, მიკოლაივისა და ხმელნიცკის ოლქებში გაანადგურეს.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ კრემლმა დაადასტურა ინფორმაცია ხომალდის "დაზიანების შესახებ".