საქართველომ 14 დეკემბერს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თუმცა იმისთვის, რომ ქვეყანა შემდეგ ეტაპზე გადავიდეს და გაწევრებისთვის მოლაპარაკებები დაიწყოს, საჭიროა კონკრეტული დათქმების შესრულება. ევროკომისიამ საქართველოს ცხრა დათქმა მისცა.
1. ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და [უცხოურ] ჩარევასთან ბრძოლა;
2. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედია პროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სამოქმედო გეგმა, რომელშიც წერია, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება ამ დათქმების შესრულებას. ზემოთ აღნიშნული ორი პუნქტის შესრულებას მთავრობა ასე გეგმავს:
აღსანიშნავია, რომ ეს გეგმა ოპოზიციაში შეფასდა როგორც "ზედაპირული".
თამარ კინწურაშვილი:
"საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჯანსაღია და ხვდება მანიპულირებას. საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ხდება სხვადასხვა გზით, მათ შორის სიმულაციებით, ყალბ ანგარიშებსა და გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციებით. ყველა საზოგადოებაში არსებობენ განსხვავებული ადამიანები, მიმღებლობის ხარისხი განსხვავებულია.
პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა გადახედოს თავის მიდგომებს. ჩვენ არაერთი კვლევა გამოვაქვეყნეთ, რომელიც აჩვენებს, რომ სწორედ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ანგარიშები ავრცელებდნენ დისკრედიტაციულ ყალბ ინფორმაციას და "ფეისბუქმაც" დაადასტურა ჩვენი მიგნებები, როდესაც წაშალა სახელისუფლო ორგანოებთან დაკავშირებული ანგარიშები.
ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, ბრძოლა გულისხმობს ინკლუზიურ პროცესს, ორგანიზაციები, რომლებიც ვმუშაობთ დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ვართ "ფეისბუქის" პარტნიორები, არავის არ მიუწვევია საკითხის განხილვაზე.

ხელისუფლება რუსეთზე უფრო მეტ საფრთხეს ხედავს დემოკრატიაში, ებრძვის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მედიას, არასამთავრობო სექტორს. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ მათთან, თუ სამიზნე იქნება ერთი და იგივე - არა შიდა ინსტიტუტები, არამედ უცხო, მტრული სახელმწიფოს საინფორმაციო ოპერაციები იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დღეს არიან რუსული ტანკები, რუსეთი იყენებს ჰიბრიდული ომის საშუალებებს, მოძალადეები დაუსჯელნი დადიან ქუჩაში და ამას ყველაფერს შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხოს ადეკვატური ნაბიჯებით და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. ჯერჯერობით ამის ნიშნებს ვერ ვხედავთ.
ხელისუფლებასთან დაკავშირებული ანონიმური გვერდები აგრძელებენ ყალბი ინფორმაციების გავრცელებას, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის და სხვა აქტორების წინააღმდეგ,
არ უნდა ხდებოდეს მტრული გარემოს შექმნა, მტრებად გამოცხადება იმ ორგანიზაციების, რომლებიც თავიანთ ფუნქციას ასრულებენ.
არ შეიძლება მმართველი გუნდი ქმნიდეს ფაქტების გადამოწმების საკუთარ ვებგვერდს და ანტიდემოკრატიულ კამპანიად აფასებდეს იმას, რაც არის დემოკრატია. როდესაც არჩევნების მეთვალყურე ორგანიზაციები (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო, ISFED) აქვეყნებენ შუალედურ დასკვნას, შეფასებას და ამ შეფასებას რომ დააწერ, რომ ანტიდემოკრატიული კამპანიაა, ეს არის ნონსენსი, იმიტომ რომ დემოკრატია არის აზრთა მრავალფეროვნება, ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგი, გაკონტროლება, რათა ძალაუფლება ბოროტად არ გამოიყენონ.
ხელისუფლებისთვის მაამებლურ შეფასებებს აკეთებენ მათი პრესცენტრები და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია. მრავალფეროვნება გულისხმობს კრიტიკული აზრის მოსმენასაც. მმართველმა ძალამ ამას უნდა გაუსწოროს თვალი და ებრძოლოს მტრულ სახელმწიფოს და არა საკუთარ მოსახლეობას და საკუთარ მოქალაქეებს"
თამარ კინწურაშვილი ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების უდიდეს პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ "ტოქსიკური, ენა რომელსაც იყენებენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობების პირები ჟურნალისტების წინააღმდეგ, აქეზებს ასეთ ძალადობებს".
"დაუსჯელობა ახალისებს ძალადობას. კანონში არის ჩანაწერი, რომ მედიას უნდა ჰქონდეს პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის გარეშე განხორციელების შესაძლებლობა და ეს ჩანაწერი იმიტომაა, რომ მედია არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. ძალადობის შემთხვევების დროს და შემთხვევები, როცა არსებობს ეჭვები რომ მიზანმიმართულად ხდება წაქეზება ძალადობის, უნდა იყოს გამოძიებული.
ტოქსიკური ენა, რომელსაც იყენებენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობების პირები ჟურნალისტების წინააღმდეგ, აქეზებს ასეთ ძალადობებს და ნოყიერ ნიადაგს ქმნის, რომ საზოგადოება დააპირისპიროს, პოლარიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გამძაფრდეს. აქ ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, შექმნას თავისუფალი გარემო, სადაც ჟურნალისტებს ექნებათ პროფესიული საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების შესაძლებლობა".
ვერ ვხედავ პოლიტიკურ ნებას, რომ ეს შემთხვევები გამოძიებული იყოს. ჩვენ ვნახეთ, რომ 5 ივლისის მოძალადეები, ძალადობის ორგანიზატორები არ დასჯილან, დაიჭირეს რამდენიმე ხელის მომქნევი, მაგრამ ის ვინც აძლევდა მათ საჯაროდ დავალებას, რომ მოდით ახლა გავემართოთ "სირცხვილიას" ოფისისკენ და იქ გავუსწორდეთ ამ ადამიანებს, არ დასჯილან.
ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ძალის გამოყენება რაღაცის დასაცავად არის გამართლებული, არიან ექსტრემისტები, ყველა ქვეყანაში, რა მნიშვნელობა აქვს, რა მოტივით მოქმედებენ. როცა ძალით ცდილობ შენი იდეები მოახვიო სხვას, ექსტრემიზმია. დოკუმენტი აქვთ ექსტრემიზმთან საბრძოლველად. ისინი მთელ რესურსს ხარჯავენ ან კრიტიკული მედიის, ან საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ეს უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ეს ინსტიტუტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის პროცესში, იქნება ეს მედია, არასამთავრობო სექტორი და ა.შ".
"არ მგონია, რომ თავისი ნებით გააკეთებენ. უნდა ვაიძულოთ, უნდა იყოს ჯანსაღი კრიტიკა, უნდა გაგრძელდეს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა შეცვალონ თავიანთი პოლიტიკა. ჩვენ ვმუშაობთ "ფეისბუქთან", გვაქვს პარტნიორობა პლატფორმებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათი ინფორმირებაც უნდა მოხდეს იმის შესახებ თუ რა ხდება, როგორ იყენებენ ბოროტად ისეთ დემოკრატიულ ინსტიტუტს როგორიც მედიაა",
ნახეთ ასევე: