ავტორი:

"ორი ბავშვი დანით არის მოკლული, ორი, სავარაუდოდ, გაგუდა" - პარიზთან დატრიალებული ტრაგედიის დეტალები: ცოლისა და შვილების მკვლელობისთვის დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს

"ორი ბავშვი დანით არის მოკლული, ორი, სავარაუდოდ, გაგუდა" - პარიზთან დატრიალებული ტრაგედიის დეტალები: ცოლისა და შვილების მკვლელობისთვის დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს

პარიზში, ქალისა და მისი ოთხი შვილის მკვლელობის ბრალდებით ბავშვების მამა დააკავეს - 33 წლის მამაკაცს პოლიცია მას შემდეგ ეძებდა, რაც პარიზის ჩრდილო - აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მეოსში, ერთ-ერთ ბინაში 5 ცხედარი იპოვეს.

დედა და მისი ოთხი შვილი - 7 და 10 წლის ორი გოგონა, ოთხი წლის ბიჭი და ცხრა თვის ბავშვი - საცხოვრებელ ბინაში დაახლოებით საღამოს 9 საათზე აღმოაჩინეს.

პროკურორ ჟან ბატისტ ბლადიერის ინფორმაციით, 35 წლის ქალს და მის უფროს ქალიშვილს დანით მრავლობითი ჭრილობა აქვთ მიყენებული, ხოლო ორი უმცროსი შვილი, სავარაუდოდ, გაგუდეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ოთხშაბათს გახდება ცნობილი. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

Le Parisien-ის ცნობით, ბავშვების მამა სამშაბათს დილით დააკავეს. ოჯახის ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი დოკუმენტების თანახმად, იგი 2017 წელს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა, ადგილზე პოლიციამ ანტიდეპრესანტების რეცეპტებიც იპოვა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, მამაკაცი ცოლს დანით თავს დაესხა, თუმცა ფსიქიკური პრობლემების გამო ბრალი არ წაუყენეს.

ნახეთ ასევე: