"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობის, დავით დვალის მანქანა დააზიანეს. მსახიობი არ გამორიცხავს, რომ მომხდარი მის როლთან იყოს დაკავშირებული, რადგან როგორც დვალი ამბობს, ზოგჯერ პერსონაჟს და მსახიობს ერთმანეთთან აიგივებენ.
მსახიობის ავტომობილი სახლთან ახლოს, პარკირების ადგილზე იყო გაჩერებული.
"დღეს დილას დამირეკა მეზობელმა, რომ შენი მანქანა დაზიანებულია და რა ხდებაო. რომ ჩამოვედი ძალიან ცუდ მდგომარეობაში დამხვდა. ჯერჯერობით ამოუცნობი პირი, დაახლოებით, 4 წუთის განმავლობაში წიხლებით აზიანებდა მანქანას. ფაქტი არის ძალიან სამწუხარო, ვანდალიზმია.
როგორც ჩანს, კვალის დაფარვის მიზნით, შემდეგ რომ გვეფიქრა, რომ ზემოდან რაღაც გადმოვარდა და იმიტომ დაზიანდა ავტომობილი, გადმოგდებულია დიდი საგანი [...] ყველაფერი დასაშვებია. ზოგი ძალიან არაადეკვატურად აღიქვამს მსახიობის როლს და აიგივებს როლს და პერსონაჟს ერთმანეთთან", - განაცხადა დავით დვალმა "ფორმულასთან" საუბარში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმე ვანდალიზმის მუხლით არის აღძრული.
წაიკითხეთ ასევე: