ავტორი:

"ბეიბიბუმი" ცნობილებში - ვინ არიან ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც 2023 წელს მშობლები გახდნენ

"ბეიბიბუმი" ცნობილებში -  ვინ არიან ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც 2023 წელს მშობლები გახდნენ

2023 წელი დასასრულს მიუახლოვდა. ქართველი ვარსკვლავების ნაწილისთვის ეს წელი გამორჩეული იყო, რადგან 2024 წელს, ისინი ახალი ოჯახის წევრებით შეხვდებიან. წელს ყველაზე დატვირთული „ბეიბიბუმი“ გვაქვს. წარმოგიდგენთ ქართველი ვარსკვლავების შვილებს, რომლებიც 20223 წელს დაიბადნენ.

ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია

ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე, ლიზა ჩიჩუა წელს მშობლები გახდნენ. წყვილისთვის ეს პირველი შვილია. ირაკლის და ლიზას ვაჟი შეეძინათ, რომელსაც გიორგი დაარქვეს.

წყვილმა 2022 წელს იქორწინა. ცნობილი ტელეწამყვანის რჩეული ექიმ გიორგი ჩიჩუასა და ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანის შვილია. გოგონა 21 წლის 25 მარტს გახდა და ირაკლი მასზე 17 წლით უფროსია.

ნუცა ცისკარიშვილი და ოტია იოსელიანი

წელს, მწერალ ოტია იოსელიანის შვილიშვილი, ოტია იოსელიანი და მისი მეუღლე, ნუცა ცისკარიშვილი პატარა დაჩის მშობლები გახდნენ.

ნუცას სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ. ის დიდი პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს. მის ვიდეოებს ოტიას ეზოდან ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს.

ხატია ბუნიათიშვილი

2023 წელს ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი შარლოტის დედა გახდა. ქართველი ვარკვლავი დაოჯახებული არ ყოფილა, ის არასოდეს საუბრობს პირად ცხოვრებაზე და ამ დრომდე უცნობია, ვინ არის მისი საყვარელი მამაკაცი, რომელიც ხანდახან ოჯახთან ერთად ფოტოებზე ჩნდება.

ნათია თოდუა

5 მარტს "გერმანიის ხმის" გამარჯვებული მომღერალი ნათია თოდუა დედა გახდა. როგორც ცნობილია, ის უკვე წლებია, გერმანიაში ცხოვრობს და წარმატებულად მოღვაწეობს. გასულ შემოდგომას მან ქორწილი საქართველოში გადაიხადა. მისი მეუღლე დავით ზურაბაშვილია. პირველი შვილი, ვაჟი ნათიამ გერმანიაში გააჩინა. წყვილმა ბავშვს ჰუგო დაარქვა.

ზურიკო დავითაშვილი

ფრანგული "ბორდოსა" და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი, ზურიკო დავითაშვილი მამა გახდა. ზურიკოსა და მის მეუღლეს, მია გზირიშვილს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც დათი დაარქვეს. წყვილისთვის დათი პირველი შვილია.

ნანუკა გულუა

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა ცოტა ხნის წინ მეორე შვილის დედა გახდა. გოგონას შემდეგ ნანუკას ბიჭი შეეძინა. პირველი შვილი ნანუკა გულუას და კახა კაშიას გასული წლის სექტემბერში შეეძინათ. გოგონას ნინა დაარქვეს.

ლაშა შავდათუაშვილი

ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი მესამე შვილის მამა გახდა. ლაშამ მოცეკვავე სალომე არაბულზე 2016 წელს იქორწინა. წყვილს ორი ვაჟის შემდეგ გოგონა შეეძინა. ინფორმაცია და ფოტოები ძიუდოისტის "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ვიქტორ სანიკიძე

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე 2023 წელს მეორე ვაჟის მამა გახდა. ვიქტორ სანიკიძესა და მაი ბიწაძეს სანი სანიკიძე შეეძინათ.

ლევან გორგოძე (ტოჩინოშინი)

ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი, მეორე შვილის მამა გახდა. ლევან გორგოძე ვაჟის მამა გახდა. ცნობილ სუმოისტს შვილი მეორე ქორწინებაში შეეძინა. პირველი ქორწინებიდან სპორტსმენს ქალიშვილი ჰყავს.

გელა დაიაური

წელს გელა დაიაური ვაჟის მამა გახდა. ხელოვანმა ეკა მანჩხაშვილზე გასულ წელს იქორწინა. წყვილმა ჯვარი 1 -ლ ოქტომბერს დაიწერა. ერთი წლის წინ პოეტი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ გადატანილი ტრაგედიიდან 11 წლის შემდეგ, მარტოობით დაიღალა.

ბერა ივანიშვილი

მარტში ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა მეორე შვილის მამა გახდა. მას და ნანუკა გუდავაძეს ბიჭი შეეძინათ, რომელსაც დადუ დაარქვეს. წყვილმა შვილის ფოტოები პირველად ახლახანს გამოაქვეყნა, როდესაც რეპერის მორიგი ვიდეო რგოლი გამოვიდა.