ავტორი:

შიდა ქართლის ერთ-ერთ ქალაქში 15 წლის გოგონამ შვილი გააჩინა - "სჯობს, არ გახმაურდეს დეტალები... ისედაც ტრაგედიაა, ბავშვმა რომ ბავშვი გააჩინა"

შიდა ქართლის ერთ-ერთ ქალაქში 15 წლის გოგონამ შვილი გააჩინა - "სჯობს, არ გახმაურდეს დეტალები... ისედაც ტრაგედიაა, ბავშვმა რომ ბავშვი გააჩინა"

შიდა ქართლის ერთ-ერთ ქალაქში 15 წლის გოგონამ შვილი გააჩინა. როგორც ცნობილი ხდება, გოგონა ერთ-ერთ თავშესაფარში 27 კვირის ორსული მიიყვანეს. არასრულწლოვანი წარმოშობით კახეთიდან არის. როგორც ირკვევა, დედა და შვილი მშობიარობის მერე თბილისში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიება სს-ს140-ე მუხლით დაიწყო, რაც 14 წელს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - ამბობენ უწყებაში.

ჩვენ დავუკავშირდით იმ თავშესაფარს, სადაც ორსული გოგონა ბოლო დროს ცხოვრობდა, თუმცა იქ არ ლაპარაკობენ დეტალებზე თავად არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე.

"გიდასტურებთ ფაქტს, მაგრამ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. უკვე რამდენიმე მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, ადგილსამყოფელი კონფიდენციალურია და ქალაქის მითითებაც არ შეიძლება. ამ ბავშვის კანონიერი წარმომადგენლები არიან დედა და ბავშვთა ზრუნვის სააგენტო. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაციის გაცემის უფლება სააგენტოსთან შეუთანხმებლად. ისევ ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე, სჯობს არ გახმაურდეს დეტალები. ისედაც უკვე იდენტიფიცირება ხდება, როცა თავშესაფარია ნახსენები. სამწუხაროდ, არავინ ფიქრობს ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე. ასე უფრო მეტად ვაზიანებთ მას. ისედაც ტრაგედიაა, ბავშვმა რომ ბავშვი გააჩინა. ვერც პერიოდს გეტყვით, როდის მოიყვანეს ჩვენთან, ვერც იმას, რამდენი ხანი იყო ჩვენთან და რამხელა ორსული იყო. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ახლა ბავშვიც და დედაც თბილისში არიან. ახალშობილი ინკუბატორშია მოთავსებული. ბევრი რამ არასწორად იწერება", - გვითხრა თავშესაფრის წარმომადგენელმა.