გიორგი კალანდარიშვილმა „კათარზისის“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

გიორგი კალანდარიშვილმა „კათარზისის“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქველმოქმედო ორგანიზაცია, საერთაშორისო ჰუმანიტარულ კავშირ „კათარზისის“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. გიორგი კალანდარიშვილი „კათარზისს“ ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა. მან საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი და საკვები პროდუქტები გადასცა.

გიორგი კალანდარიშვილმა ორგანიზაციის ბენეფიციარებს სიტყვითაც მიმართა, ასევე დაესწრო მათ საახალწლო ღონისძიებას.

საქველმოქმედო ორგანიზაცია, საერთაშორისო ჰუმანიტარულ კავშირ „კათარზისს“ 400-მდე ბენეფიციარი ჰყავს.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია პერიოდულად მართავს საქველმოქმედო ღონისძიებებს და სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარებას უწევს.