ავტორი:

ფილმ "პარაზიტის" ვარსკვლავი, 48 წლის ლი სუნ-კიუნი, გარდაცვლილი იპოვეს - რა ინფორმაცია ვრცელდება მომხდარის შესახებ მედიაში

ფილმ "პარაზიტის" ვარსკვლავი, 48 წლის ლი სუნ-კიუნი, გარდაცვლილი იპოვეს - რა ინფორმაცია ვრცელდება მომხდარის შესახებ მედიაში

სამხრეთ კორეელი მსახიობი ლი სუნ-კიუნი, რომელიც პოპულარული ოსკაროსან ფილმში "პარაზიტი“ შესრულებული როლით გახდა, გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

48 წლის მსახიობი ოთხშაბათს, სეულის ერთ-ერთ მთავარ პარკში, მანქანაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ჯერჯერობით გაურკვეველია მისი გარდაცვალების მიზეზი.

საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი იტყობინება, რომ მსახიობი ნარკოტიკების მოხმარებაში იყო ეჭვმიტანილი და მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან სეულის ერთ-ერთ ბარში მარიხუანა და კეტამინი მიიღო. ლი სამჯერ იმყოფებოდა დაკითხვაზე, გასულ შაბათს, ბოლო სესია 19 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

"არ არსებობს გზა ჩვენი მწუხარების გადმოსაცემად. გთხოვთ, თავი შეიკავოთ სპეკულაციებისა და ცრუ ფაქტების გავრცელებისგან“, - ნათქვამია ლის სააგენტოს, HODU&U Entertainment-ის განცხადებაში. ლი სუნ-კიუნს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ნარკოდანაშაული, მათ შორის მარიხუანას მოხმარება, სამხრეთ კორეაში სერიოზულ დანაშაულად ითვლება და ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წელს ქვეყნის ხელისუფლებამ გააფართოვა ნარკოდანაშაულის დეპარტამენტი. ეროვნული პოლიციის უფროსის თქმით კი, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ "ტოტალურ ომს“ აცხადებს.