ავტორი:

ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში - ათი დაღუპული და 57 დაშავებული: ავარიაში 3 ავტობუსი და სატვირთო მანქანა მოყვა (ფოტოები)

ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში - ათი დაღუპული და 57 დაშავებული: ავარიაში 3 ავტობუსი და სატვირთო მანქანა მოყვა (ფოტოები)

თურქეთში ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია TRT Haber-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საქარიის პროვინციაში, "ჩრდილოეთ მარმარილოს“ გზატკეცილზე მოხდა. ავტოავარიაში 7 ავტომობილი მოყვა, მათ შორის 3 ავტობუსი და სატვირთო მანქანა.

ტელეკომპანიის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვები.