შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი აფეთქდა, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
ცნობილია, რომ გემი დუნაის პორტისკენ მარცვლეულის ჩასატვირთად მიემართებოდა.
როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ის რუსულ ნაღმზე აფეთქდა, მომხდარის შედეგად დაშავდა ორი მეზღვაური.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, აფეთქების შედეგად გემმა დაკარგა კონტროლი, ხოლო ზედა გემბანზე ხანძარი გაჩნდა. მათივე ცნობით, სასაზღვრო გვარდიისა და სამძებრო სამაშველო სამსახურის კატარღებმა სასწრაფოდ გაუწიეს დახმარება ეკიპაჟს და ბორტზე მედიკოსები მიიყვანეს.