ავტორი:

"უცებ გამიქრეს შვილი, არც გამაფრთხილეს, რომ ბავშვი დამძიმდა... მაშინ მე და მამაო გამოუცდელები ვიყავით და მედპერსონალს ვენდობოდით" - მამა საბა ჭიკაიძე და მისი მეუღლე შვილს ეძებენ

"უცებ გამიქრეს შვილი, არც გამაფრთხილეს, რომ ბავშვი დამძიმდა... მაშინ მე და მამაო გამოუცდელები ვიყავით და მედპერსონალს ვენდობოდით" - მამა საბა ჭიკაიძე და მისი მეუღლე შვილს ეძებენ

როგორია სასულიერო პირის მეორე ნახევრის ტვირთი, ამ კითხვაზე "სარკეს" მამა საბა ჭიკაიძის ცოლმა, ქალბატონმა ლელა რუსიშვილმა გასცა პასუხი.

მამა საბა, ერისკაცობაში სულხან ჭიკაიძე, თბილისის ორ ეკლესიაში მსახურობს და მთელი ქვეყანა იცნობს, რადგან სოციალურ ქსელში საჯაროდ პასუხობს ყველას, ვისაც რელიგიასთან დაკავშირებით კითხვა აქვს.

წყვილს 5 შვილი და 2 შვილიშვილი ჰყავს. უფროსი შვილი 30 წლის სოფო ტყუპისცალია. ქალბატონი ლელა ამბობს, რომ უფროსი ქალიშვილის იდენტური ტყუპისცალი სამშობიაროში მკვდრად გამოუცხადეს. თუმცა მას შემდეგ, რაც გამოაშკარავდა, რომ სამშობიაროდან ბავშვებს იპარავდნენ და ყიდდნენ, შვილის ძებნა დაიწყეს. მის კვალზე დღემდე ვერ გავიდნენ. როგორც მღვდლის ცოლი ამბობს, თუ მათი შვილი ცოცხალია და ღმერთს სურს მისი გამოჩენა, გამოჩნდება

- პირველად რომ ვიმშობიარე ტყუპები გავაჩინე, მაგრამ სახლში ერთი წამოვიყვანე. მას მერე კიდევ 5 შვილი გავაჩინე. ახლა 5 შვილი გვყავს. ჩემი პირველი შვილის იდენტური ტყუპისცალი არსად არის დაფიქსირებული. მას მერე რაც გახმაურდა ის, რომ სამშობიაროდან ჩვილებს იპარავდნენ ვეძებთ და ვერ მივაკვლიეთ. ტესტიც გავუკეთეთ და თუ გამოჩნდება ამოგვიგდებს პროგრამა. მაშინ პატარები ვიყავით, მამაო 20 წლის იყო მე - 23-ის, როცა ტყუპები გაგვიჩნდა. მე 3 წლით უფროსი ვარ მასზე. ყველაზე პატარა იყო ასაკით, მაგრამ ჩემს ირგვლივ ვინც იყო ყველაზე ჭკვიანი იყო მათ შორის. ამის მიუხედავად მაინც გამოუცდელები ვიყავით და მედპერსონალს ვენდობოდით.

- რას გრძნობთ, როცა ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი ცოცხალია?

- როცა მითხრეს, გარდაიცვალაო, შეგრძნება, რომ ჩემი შვილი ცოცხალი იყო, მაშინ მქონდა ძალიან მძაფრად. რადგან უცებ გამიქრეს შვილი, არც გამაფრთხილეს, რომ ბავშვი დამძიმდა, ისე გააქრეს. რომ შევედი აღარ დამხვდა. ვიკითხე, სად არის მეთქი და დამძიმდა და გარდაიცვალაო, მითხრეს. ისე ვტიროდი, ვერ მაჩერებდნენ. მაშინ მამაო მგალობელთა რეგენტი იყო და ყველას უყვარდა. უამრავი ადამიანი მოდიოდა ჩვენს სანახავად. ცნობილმა მუსიკოსმა ლია სალაყაიამ ასეთი რამ მითხრა მაშინ, უფრო მეტი პატივისცემა გამოჩნდა თქვენი ოჯახის მიმართ, რადგან ცაში ანგელოზი გყავთო.

სულ მიცვალებულებში მოვიხსენიებდი. ახლა კი ისე ვლოცულობ - სადაც არის შენთან ერთად ამყოფე უფალო თქო. გავოგნდი მთელმა ქვეყანამ ბავშვების ძებნა რომ დაიწყო, ამოვქექე არქივი და არსად იყო დაფიქსირებული ჩემი ბავშვი.

მამა საბას ოჯახი

- მიცვალებული არ გამოგატანეს?

- არ ატანდნენ. რომ მოითხოვეს ჩემებმა, ალოდინეს და მისცეს ბავშვი, მე ცოცხალი მყავდა ნანახი ჩემმა მეუღლემ კი მიცვალებული ნახა. ჩემმა მოძღვარმა მითხრა ბევრსაც ნუ ჩაეძიებით არ იდარდოთო, თუ საჭიროა ღმერთ გამოიჩენსო და დაუჯერეთ.

წყარო: ჟურნალი "სარკე"