ავტორი:

13 წლის რუსმა მილიონერმა გოგონამ სამსართულიანი სასახლე იყიდა - ვინ არის მილანა ხამეტოვა და რატომ მალავს შემოსავალს?

13 წლის რუსმა მილიონერმა გოგონამ სამსართულიანი სასახლე იყიდა - ვინ არის მილანა ხამეტოვა და რატომ მალავს შემოსავალს?

13 წლის რუსმა მილიონერმა ბლოგერმა მილანა ხამეტოვამ სამსართულიანი სასახლე იყიდა. გოგონას საკუთარ YouTube არხზე ექვს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

სოციალურ ქსელებში გოგონამ ფოტო გააზიარა, სადაც ჩანს, რომ აგურის სახლის ფართო კართან დგას და ხელში გასაღები უჭირავს. "ყველაზე სანუკვარი ოცნება, რომელიც ახალი წლის ღამეს ახდა! რა თქმა უნდა, მე მჯერა თოვლის ბაბუის, მაგრამ უფრო საკუთარი თავის!“ - იხუმრა ახალგაზრდა მილიონერმა.

ხამეტოვამ თავის გამომწერებს მოუწოდა, რომ "სწამდეთ საკუთარი ოცნებების".

ახალმა შენაძენმა რუსულ მედიაში გააჩინა კითხვები ხამეტოვას შემოსავალზე. მართალია გოგონას შთამბეჭდავი აუდიტორია ჰყავს YouTube-ზე, იღებს ვიდეოებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და აქვეყნებს საკუთარ ტრეკებსაც კი - მისმა სიმღერებმა "Buy a Dog", "Dancing" და "Crash" უკვე მოიპოვა პოპულარობა. და სადებიუტო სიმღერა "Umka" 110 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ბევრ რამეში ნიჭიერი მილანას პოპულარობა უკვე ჩამოყალიბებულმა ბლოგერმა დავამ უზრუნველყო. სწორედ მან მიიღო გოგონა თავის სუპერ სახლში - და რეგულარულად ვიდეოების ჩაწერა დაიწყო ხამეტოვასგან.

2023 წელს მილანა შევიდა Forbes-ის "30 წლამდელთა" ნომინანტთა სიაში და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე. ბლოგერი კვლავ მალავს საკუთარი შემოსავლის ოდენობას. მედიასთან საუბარში მან მოკრძალებულად განაცხადა: ”საკმარისია საცხოვრებლად, ასე რომ, ყველაფერი კარგადაა”.