ფარმაცევტული კომპანია „გეფა“ განცხადებას ავრცელებს

ფარმაცევტული კომპანია „გეფა“ განცხადებას ავრცელებს

სს „გეფა“ გაეცნო კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას და გვინდა აღვნიშნოთ, რომ კომპანიას არცერთ ასპექტში არ დაურღვევია კონკურენციის შესახებ კანონი, შესაბამისად არ ვეთანხმებით აღნიშნულ დასკვნას.

სს „გეფა“ კონკურენციის სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის პროცესში აქტიურად იყო ჩართული და თანამშრომლობდა სააგენტოსთან. კომპანიის მხრიდან სრულად მოხდა მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიწოდება და კონკურენციის სააგენტოს წარედგინა არგუმენტირებული, პროფესიული და ობიექტური პოზიცია. სამწუხაროა, რომ სააგენტომ არ გაითვალისწინა ზემოთაღნიშნული გარემოებები.

აღსანიშნავია, რომ კონკურენციის სააგენტომ, მის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე აქტიური კონკურენციის არსებობა. ჩვენი საქმიანობის მთავარი ღირებულება კი სწორედ ღია და პატიოსანი კონკურენციის შენარჩუნებაა. სს გეფას მთავარი ამოცანაა საზოგადოებას შევთავაზოთ ევროპაში აღიარებული, უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები და უკვე მრავალი წელია ამ პოზიციას მყარად ვინარჩუნებთ.

ჩვენ ვქმნით ეფექტურ სამუშაო გარემოს და ჩვენი მთავარი ღირებულება სწორედ სამართლიანობაა.

სს „გეფა“ წარმოადგენს ყველაზე მსხვილ და სტაბილურ დამსაქმებელს, ის 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აერთიანებს 4500 - მდე თანამშრომელს მთელი საქართველოს მასშტაბით.

R