მეცნიერებმა კიბოს უჯრედების განადგურების ახალ გზას მიაკვლიეს. ამინოციანინის მოლეკულების სტიმულირება ინფრაწითელი შუქით, რომელმაც მათი სინქრონული ვიბრაცია გამოიწვია, კიბოს უჯრედების მემბრანების დასაშლელად საკმარისი აღმოჩნდა.ამინოციანინის მოლეკულები უკვე გამოიყენება ბიოგამოსახულებაში, როგორც სინთეზური საღებავები.
როგორც წესი, კიბოს გამოსავლენად ისინი დაბალი დოზებით გამოიყენება .მკვლევარები ამბობენ, რომ ახალი მიდგომა შესამჩნევი გაუმჯობესებაა ადრე შემუშავებულ მიდგომებთან შედარებით.
"ეს არის სრულიად ახალი თაობის მოლეკულური მანქანები, რომლებსაც ჩვენ მოლეკულურ ჩაქუჩებს ვუწოდებთ", - ამბობს ქიმიკოსი ჯეიმს ტური რაისის უნივერსიტეტიდან.
"ისინი მექანიკურ მოძრაობაში მილიონჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე ფერინგას ტიპის ყოფილი ძრავები და მათი გააქტიურება შესაძლებელია ახლო ინფრაწითელი შუქით. ახლო ინფრაწითელი სინათლის გამოყენება მნიშვნელოვანია, რადგან ის მეცნიერებს სხეულში ღრმად შეღწევის საშუალებას აძლევს. ლაბორატორიაში გაზრდილი კიბოს უჯრედებზე ჩატარებულ ტესტებში მოლეკულურმა მეთოდმა უჯრედების განადგურების 99%-ს მიაღწია. მიდგომა ასევე გამოსცადეს მელანომის სიმსივნის მქონე თაგვებზე და ცხოველების ნახევარი კიბოსგან განიკურნა.„უნდა ხაზგასმით აღვნიშნოთ არის ის, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ კიდევ ერთი ახსნა თუ როგორ შეუძლიათ ამ მოლეკულებს მუშაობა“,- განაცხადა ქიმიკოსმა ციცერონ აიალა-ოროზკომ რაისის უნივერსიტეტიდან.
აღსანიშნავია, რომ მკვლევარები კვლავაც ეძებენ სხვა ტიპის მოლეკულებს, რომლებსაც ანალოგიური მიზნებისთვის გამოიყენებენ...წყარო
ავტორი: ეკა დარჩიაშვილი