ავტორი:

5 მილიონიან სასახლეში ცოლ-ქმრის და მათი შვილის ცხედრები იპოვეს - ცნობილი წყვილის ტრაგედიამ ამერიკა შეძრა

5 მილიონიან სასახლეში ცოლ-ქმრის და მათი შვილის ცხედრები იპოვეს - ცნობილი წყვილის ტრაგედიამ ამერიკა შეძრა

57 წლის რაკეშ კამალის, მისი მეუღლის, 54 წლის ტინისა და მათი 18 წლის ქალიშვილის, არიანას ცხედრები საცხოვრებელ სახლში ხუთშაბათს იპოვეს.

რაიონის პროკურორის განცხადებით, აშკარაა ოჯახური ძალადობის კვალი. მისივე თქმით, მამის ცხედრის ახლოს იარაღიც იპოვეს. შემთხვევის გარემოებებზე პოლიცია არ საუბრობს, ჯერჯერობით უცნობია ვინ მოკლა ოჯახის სამი წევრი ან რა გახდა მკვლელობის მოტივი.

„ამ დროისთვის არსებული მტკიცებულებები არ მიუთითებს რომელიმე გარე მხარის მონაწილეობაზე“- ნათქვამია განცხადებაში. ოლქის პროკურორის თქმით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

პროკურატურის განცხადებით, ბოლო წლებში წყვილს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. The Post-ის მიერ მოპოვებული ქონების ჩანაწერების მიხედვით, ოჯახის საცხოვრებლის სახლი, რომელიც 5,45 მილიონ დოლარადაა შეფასებული, ერთი წლის წინ დააყადაღეს.

ტინა და მისი ქმარი ერთად მართავდნენ მასაჩუსეტსის საგანმანათლებლო სისტემების კომპანიას სახელწოდებით EduNova. კომპანია 2016 წელს ამოქმედდა, მაგრამ 2021 წლის დეკემბერში დაიხურა. იმავდროულად, წყვილის ქალიშვილი Middlebury College-ის სტუდენტი იყო, (წელიწადში 64,800 დოლარიანი კერძო ლიბერალური ხელოვნების სკოლა ვერმონტში)...წყარო