ავტორი:

“პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ ვიქნები - პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება” - ივანიშვილი

“პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ ვიქნები - პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება” - ივანიშვილი

"ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ იქნება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ყრილობის შემდეგ განუცხადა.

"პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ ვიქნები. პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება“,- განაცხადა ივანიშვილმა.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მისი დაბრუნების შემდეგ პარტიაში ან მთავრობაში ცვლილებები, ივანიშვილი ამბობს, რომ „ასეთი რამ არ იგეგმება“.