ავტორი:

რუსეთის ქალაქი ბელგოროდი დაიბომბა - ვრცელდება ინფორმაცია 14 გარდაცვლილისა და 100-ზე მეტი დაშავებულის თაობაზე

რუსეთის ქალაქი ბელგოროდი დაიბომბა -  ვრცელდება ინფორმაცია 14 გარდაცვლილისა და 100-ზე მეტი დაშავებულის თაობაზე

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა, 100-ზე მეტი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო "ტელეგრამის“ პირად არხზე ავრცელებს.

მათი ცნობით, „უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაბომბვის“ შედეგად ბელგოროდში 12 ზრდასრული და 2 ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო კიდევ 108 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 15 ბავშვი.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="bletgorod/10441" data-width="100%"></script>

მათი თქმით, დამატებითი ინფორმაცია ჯერ კიდევ დასადასტურებელია.

"ტელეგრამის" არხებში ქვეყნდება ვიდეოები და კადრები, რომლებზეც, როგორც ამტკიცებენ, ბელგოროდის დაბომბვის შედეგებია აღბეჭდილი. მათზე ჩანს ცეცხლწაკიდებული მანქანები, დაზიანებული შენობები, მათ შორის - საცხოვრებელი სახლები.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="bletgorod/10441" data-width="100%"></script>

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შაბათს, 30 დეკემბერს, ნაშუადღევს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო შეტევა მიიტანის სამხედრო ობიექტებზე რუსეთის ქალაქ ბელგოროდში.

"უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები აგრძელებენ საპასუხო ზომების მიღებას, უკრაინის ქალაქებზე რუსეთის ტერორისტული სარაკეტო თავდასხმების საპასუხოდ“, - განუცხადა UNIAN-ს წყარომ სპეცსამსახურებიდან.

RBC-Ukraine იუწყება, რომ ბელგოროდის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება რუსეთის საჰაერო თავდაცვის არაეფექტიანი მუშაობის შედეგია.

იხილეთ ასევე: