ავტორი:

"ივანიშვილი თუ დასანქცირებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ, მაშინ როგორ აპირებს თავისი რუსული პარტიით ქვეყნის ევროკავშირში შეყვანას?" - მამუკა ხაზარაძე

"ივანიშვილი თუ დასანქცირებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ, მაშინ როგორ აპირებს თავისი რუსული პარტიით ქვეყნის ევროკავშირში შეყვანას?" - მამუკა ხაზარაძე

ივანიშვილი თუ დასანქცირებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ, მაშინ როგორ აპირებს თავისი რუსული პარტიით ქვეყნის ევროკავშირში შეყვანას? - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ხაზარაძე წერს, დღეს, „დამარცხებული პარტიის ყრილობა იყო“.

"დღეს, ივანიშვილმა აღიარა, რომ დასანქცირებულია ამერიკის და ევროპის მიერ და აღიარა ისიც, რომ ჩრდილოვანი მმართველია. ივანიშვილი თუ დასანქცირებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ მაშინ, როგორ აპირებს თავისი რუსული პარტიით ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში შეყვანას?! ეს იყო დამარცხებული პარტიის ყრილობა, ეს იყო პუტინისგან დავალება მიღებული, დამფრთხალი ბიძინას ქმედება. ზუსტად ამიტომ დასრულდება რუსული პოლიტიკა 2024-ში საქართველოში, ზუსტად ამიტომ გავიმარჯვებთ ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად", - აცხადებს ხაზარაძე.