ავტორი:

"ბერიკ, მთელი საქართველო შენს გვერდითაა! ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ, ზურიკო, არ გვიღალატებ, ვიცი" - რას წერენ ზურა ბერიკაშვილზე და როგორია მსახიობის მდგომარეობა

"ბერიკ, მთელი საქართველო შენს გვერდითაა! ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ, ზურიკო, არ გვიღალატებ, ვიცი" - რას წერენ ზურა ბერიკაშვილზე და როგორია მსახიობის მდგომარეობა

მსახიობ ზურა ბერიკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ამის შესახებ სოციალური ქსელებიდან გახდა ცნობილი.

თავდაპირველად ზურას დამ, მანანა ბერიკაშვილმა გამოაქვეყნა მშობლების ფოტო წარწერით - "დამეხმარეთ", კომენტარებში კი საზოგადოება ზურას გამოჯანმრთელებას უსურვებდა, ხოლო ოჯახს მხნეობას. ზურას უამრავი გულშემატკივარი კი ინტერესდება თუ რა დაემართა მსახიობს.

"ბერიკ, მთელი საქართველო შენს გვერდითაა! ლოცვებში მოიხსენიეთ. ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ, ზურიკო, არ გვიღალატებ, ვიცი", - წერს ზურას მეგობარი სოციალურ ქსელში.

როგორც Ambebi.ge-ს ოჯახის ახლობელმა უთხრა, ზურა ბერიკაშვილს მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. დამატებით დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ჩვენ მსახიობს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.