ავტორი:

"2024 წელი გადამწყვეტი იქნება საქართველოს ბედისთვის. თქვენ უნდა გქონდეთ ჩემი იმედი და მეც მაქვს თქვენი იმედი" - სააკაშვილი მოსახლეობას დამდეგ ახალ წელს ულოცავს

"2024 წელი გადამწყვეტი იქნება საქართველოს ბედისთვის. თქვენ უნდა გქონდეთ ჩემი იმედი და მეც მაქვს თქვენი იმედი" - სააკაშვილი მოსახლეობას დამდეგ ახალ წელს ულოცავს

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" წერილს ავრცელებს. სააკაშვილი საზოგადოებას დამდეგ შობა-ახალწელს ულოცავს:

ექსპრეზიდენტი დამდეგ ახალ წელს ულოცავს უკრაინელ ხალხსაც და მისალოც წერილს უკრაინულ ენაზე აქვეყნებს.

"ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ახალ წელს და შობას! უზომოდ მიყვარხართ, თქვენმა სიყვარულმა ჩამომიყვანა აქ. 2024 წელი გადამწყვეტი იქნება საქართველოს ბედისთვის. თქვენ უნდა გქონდეთ ჩემი იმედი და მეც მაქვს თქვენი იმედი. თქვენ უნდა ბოლომდე ირწმუნოთ საკუთარი ძალები და ეს რწმენა, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვიტანა გამარჯვება ევროპის საკითხში, 2024 წელს საბოლოოდ გაგვამარჯვებინებს. მიყვარხართ! " - წერს სააკაშვილი