ახალი 2024 წლის შემობრძანებას ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი სოციალურ ქსელში ოჯახური ფოტოების გამოქვეყნებით ულოცავს საზოგადოებას.
"გილოცავთ 2024 წლის მობრძანებას თქვენს ოჯახში!" - წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც შვილიშვილის ვიდეოს და შვილებთან და შვილიშვილთან გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს.
"გილოცავთ ახალ 2024 წელს!" - წერს "ფეისბუქში" პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ტრადიციულად, მეუღლესთან და შვილებთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
"ჩემი ოჯახის სახელით სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ წელს, ბედნიერების და გამარჯვების წელი ყოფილიყოს, გამარჯვება კი, რუსული ხელისუფლების ჩამოშორებაა, ეროვნული მთავრობის ფორმირებაა, მხოლოდ ამის შემდეგ, რეალური რეფორმების და დიდი შრომის შედეგად ნამდვილად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც დაცული იქნება ჩვენი უსაფრთხო მომავალი, კულტურა, ისტორია, ენა და სარწმუნოება.
გილოცავთ ახალ წელს, თქვენს ოჯახებს ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიკეთეს, სიხარულს და ბედნიერებას, გილოცავთ ახალ წელს", - წერს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე და ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს.
"ინსტაგრამში" აქვეყნებენ საახალწლო, ოჯახურ ფოტოებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე.