ავტორი:

ბიძინა ივანიშვილის ახალი წელი უფროს და უმცროს ვაჟებთან ერთად - რა ფოტოებს აქვეყნებს ცოტნე ივანიშვილი?

ბიძინა ივანიშვილის ახალი წელი უფროს და უმცროს ვაჟებთან ერთად - რა ფოტოებს აქვეყნებს ცოტნე ივანიშვილი?

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, მისი ოჯახის მიმართ ინტერესი დღემდე რჩება. მართალია, მილიარდერმა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე რამდენიმე წელია უარი თქვა და მხოლოდ ცნობილი ადამიანების დაკრძალვის ცერემონიებზე ჩნდება, მაგრამ მისი ოჯახი მაინც ყურადღების ცენტრშია.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.

ივანიშვილის შვილებიდან ერთადერთი ბერა გახლდათ, რომლის ცხოვრებაც მედიისთვის საჯაროა. პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ბერა ივანიშვილი მეუღლე ნანუკა გუდავაძესთან და უფროს შვილთან, ბერუკასთან ერთად სამხრეთ კორეაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ბერას მუსიკალური კარიერა უნდა აეწყო. მოგვიანებით წყვილი ბრაზილიაში გადავიდა, სადაც ორი წელი გაატარეს და სწორედ იქ შეეძინათ მეორე შვილი, დადუ ივანიშვილი. ცოტა ხნის წინ ბერამ ახალი სიმღერა გამოაქვეყნა.

"შობა სანაპიროზე“ - ასე ქვია სიმღერას, რომლის ვიდეო-რგოლშიც რეპერის ოჯახის წევრები - მეუღლე და ორი შვილი ჩანს. საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა, წყვილის მეორე შვილი დადუ. როგორც მისი ნაწერიდან ჩანს, სავარაუდოდ, ოჯახი ბრაზილიას ემშვიდობება. დაბრუნდნენ თუ არა ისინი სამშობლოში, ამ დროისთვის უცნობია.

რაც შეეხება მათ კიდევ ერთ ვაჟს, ცოტნეს, ის ბოლო პერიოდი ჩინეთში ცხოვრობდა, თუმცა როგორც ჩანს, საახალწლოდ უფროს ძმასთან, უტასთან ერთად, რომელიც ასევე ჩინეთში, კერძოდ კი ჰონგ-კონგში ცხოვრობდა, მშობლებთან დაბრუნდა. ცოტნე ძმასთან და მშობლებთან გადაღებულ ფოტოს "ინსტაგრამზე" აქვეყნებს:

რაც შეეხება ივანიშვილების ქალიშვილს, ცნობილია, რომ გვანცამ საქართველო წლების წინ დატოვა და შტატებში გადავიდა, მას შემდეგ აღარ ჩამოსულა. გოგონას ახალი ფოტო, თუნდაც ბოლო წლებში გადაღებული, სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. როგორც ჩანს, გვანცა თავს არიდებს საჯარო ცხოვრებას.