ავტორი:

სამხრეთ კორეაში ოპოზიციის ლიდერი პრესკონფერენციის დროს ცივი იარაღით დაჭრეს - მძიმე კადრები მედიაში ვრცელდება

სამხრეთ კორეაში ოპოზიციის ლიდერი პრესკონფერენციის დროს ცივი იარაღით დაჭრეს - მძიმე კადრები მედიაში ვრცელდება

სამხრეთ კორეის პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი, ლი ჯე-მიუნგი ქალაქ ბუსანში, პრესკონფერენციის დროს ცივი იარაღით დაჭრეს, - ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

თავდამსხმელი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ლი ჯე-მიუნგი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ლი ჯე-მიუნგს ავტოგრაფის თხოვნით მიუახლოვდა და კისრის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.

59 წლის ლი ჯე-მიუნგი „კორეის დემოკრატიულ პარტიას“ ხელმძღვანელობს. მან 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოქმედ პრეზიდენტთან, იუნ სუკ-იოლთან ხმების მხოლოდ 0.73%-იანი სხვაობით წააგო. ვარაუდობენ, რომ ლი ჯე-მიუნგი 2027 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.