გასული 2023 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ხვიჩა კვარაცხელიასთვის. ხვიჩა გასულ წელს ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე ვიხილეთ. "კვარამ" ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის მე-17 ადგილი დაიკავა და უკან ჩამოიტოვა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯუდ ბელინგემი, ჰარი კეინი და ლაუტარო მარტინესი.
გარდა ამისა, 2022-2023 წლების სეზონის სერია ა-ს საუკეთესო გოლად ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "ატალანტას" კარში გატანილი გოლი დაასახელეს. ბრიტანული გამოცემა The Guardian კი 2023 წლის ტოპ 100 ფეხბურთელთა შორის ხვიჩას მე-12 ადგილას ასახელებს.
მის ცხოვრებაში კიდევ ერთი კარგი სიახლე მოხდა, დაოჯახდა. მისი რჩეული ნიცა თავაძეა. ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი გასულ წელს ასე აჯამებს:
"დიდი მადლობა 2023 წელს სიყვარულისთვის, სიხარულისთვის, მიღწევებისა და გამარჯვებებისთვის. ბევრი გამოწვევა იყო, რასაც ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების მხარდაჭერით და სიყვარულით გავუმკლავდი. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. დაე, 2024 წელს მოეტანოს თქვენთვის ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, კეთილდღეობა და ბევრი წარმატება!" - წერს ინსტაგრამზე და გასული წლის მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელ ფოტოებს აქვეყნებს.