ავტორი:

"დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 10-დან 10 რუსული აერობალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს... ეს რეკორდია!" - ვალერი ზალუჟნი

"დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 10-დან 10 რუსული აერობალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს... ეს რეკორდია!" - ვალერი ზალუჟნი

რუსულ რაკეტებს მიზნისთვის რომ მიეღწიათ, კატასტროფა იქნებოდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი "ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

"დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 10-დან 10 რუსული აერობალისტიკური რაკეტა X-47M2 "კინჟალი” ჩამოაგდეს Patriot სისტემების მეშვეობით. ეს რეკორდია. რაკეტები მიზანს რომ მოხვედროდა, შედეგები კატასტროფული იქნებოდა. მადლობა პარტნიორებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის. საფუძველი არ არსებობს იმის სავარაუდოდ, რომ მტერი ამაზე გაჩერდება. ამიტომ მეტი სისტემა და მათთვის საბრძოლო მასალა გვჭირდება,” - წერს ზალუჟნი.