ავტორი:

თუ საბურავები არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, შესაძლოა ავტომობილი დროებით ჩამოგერთვათ - გზები, სადაც ზამთრის საბურავების გარეშე ვეღარ იმოძრავებთ?

თუ საბურავები არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, შესაძლოა ავტომობილი დროებით ჩამოგერთვათ - გზები, სადაც ზამთრის საბურავების გარეშე ვეღარ იმოძრავებთ?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა.

ცვლილებების თანახმად, 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.

ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

აღსანიშნავია, რომ თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს კონკრეტულ ტერიტორიაზე გადაადგილება, ასევე პირს შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს“ რამდენიმე მოქალაქემ მისწერა, მსგავსი ფაქტები უკვე დაფიქსირდა. უფრო ზუსტად, მოქალაქეების ცნობით, ბაკურიანის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, (წაღვერის შესასვლელში) პატრულის თანამშრომლები გზებზე ამოწმებენ, აქვთ თუ არა ზამთრის საბურავები და მხოლოდ ამ ტიპის საბურავებით უშვებენ გზებზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს ზამთრის საბურავი არ აქვს, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოქალაქეს ავტომობილის დაატოვება/გაჩერება მოუწია. გააგრძელეთ კითხვა