ავტორი:

ბარბარა სტრეიზანდი უკრაინის დახმარებას არ წყვეტს - "მე ვარ წარმოშობით ებრაელი, უკრაინული ფესვებით..."

ბარბარა სტრეიზანდი უკრაინის დახმარებას არ წყვეტს - "მე ვარ წარმოშობით ებრაელი, უკრაინული ფესვებით..."

ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ბარბარა სტრეიზანდი რუსეთის წინააღმდეგ სისხლისმღვრელ ომში უკრაინის დიდი მხარდამჭერია. ამ ცოტა ხნის წინ კიევის გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და კატასტროფების მედიცინის რეგიონალურმა ცენტრმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს გამორჩეულმა არტისტმა უკრაინას რეანომობილი აჩუქა.

სხვათა შორის, ეს არის მეოთხე ასეთი მანქანა, რომელსაც შეუძლია უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენა. თანამშრომლები აღფრთოვანებულნი არიან მსახიობის გულუხვობით და ამ საჩუქრის შესახებ პოსტში წერენ:

"C ტიპის სასწრაფო დახმარების მანქანები არის ერთგვარი ინტენსიური თერაპიის განყოფილება ბორბლებზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს შეუძლიათ პირველადი მკურნალობის ჩატარება, ასევე მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ტრანსპორტირება და მონიტორინგი".

საინტერესოა, რომ ბარბარა 2022 წელს გახდა UNITED24-ის ელჩი, სამედიცინო დახმარების განხრით და ღიად დაიწყო უკრაინისთვის დახმარების საჭიროებაზე ლაპარაკი.

"მე ვარ წარმოშობით ებრაელი, უკრაინული ფესვებით, განსაკუთრებით შეძრული ვარ უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლით. მათი გამძლეობა და გამბედაობა გახდა ნამდვილი შთაგონების წყარო ყველასთვის, ვინც ყველაფერს აკეთებს დემოკრატიის შესანარჩუნებლად და ებრძვის ავტორიტარიზმს", - აღნიშნავს ბარბარა.

2023 წლის მაისში სტრეიზანდმა ჯანდაცვის მინისტრ ვიქტორ ლიაშკოს 240 ათასი დოლარის ჩეკი გადასცა. მანამდე ვარსკვლავმა უკრაინის სამედიცინო სფეროს მილიონი დოლარი შესწირა.