ავტორი:

დარჩათ ორი მცირეწლოვანი შვილი - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ბათუმში, ქალის მკვლელობაზე

დარჩათ ორი მცირეწლოვანი შვილი - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ბათუმში, ქალის მკვლელობაზე

ბათუმში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით მოკლული 37 წლის ირმა ბერიძეა, მისი ქმარი კი 45 წლის.

ორივე მათგანი ქედიდან იყო და ბათუმში ქირით ცხოვრობდნენ.

როგორც ოჯახის ახლობლები ჰყვებიან წყვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად არ ცხოვრობდა. მათ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.

Ambebi.ge-ის ინფორმაციით, მკვლელობა ახალი წლის ღამით მოხდა. ქმარმა ცოლს დანით მიაყენა ჭრილობები, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა.

  • ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა მეუღლე - 1987 წელს დაბადებული ი.ბ. ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ ზ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალწინებს

მამაკაცს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოტე ჭილაიამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.