ავტორი:

"იშვიათად თუ ნახავთ ვინმეს, ვინც CHANEL-ს ისე უხდება, როგორც მატილდა" - რას წერენ მატილდა გვარლიანზე, რომელიც CHANEL-ის ახალი კამპანიის სახეა

"იშვიათად თუ ნახავთ ვინმეს, ვინც CHANEL-ს ისე უხდება, როგორც მატილდა" - რას წერენ მატილდა გვარლიანზე, რომელიც CHANEL-ის ახალი კამპანიის სახეა

ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი chanel-ის სუნამოს კამპანიაში გამოჩნდა. მატილდას ფოტო ბრენდის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. ის სუნამო CHANCE-ის სახეა.

აღსანიშნავია, რომ სუნამოს 4 არომატის რეკლამისთვის ბრენდმა 4 მოდელი შეარჩია. მათ არჩევანი ახალბედა მოდელებზე გააკეთეს და ერთ-ერთი ამ მოდელებს შორის სწორედ მატილდაა.

მატილდას დებიუტი შანელის პოდიუმზე 2022 წლის სექტემბერში, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში შედგა.

მატილდას გამოჩენას არაერთი კომენტარი მოჰყვა.

"უბრალოდ, შთამბეჭდავი მატილდა",

"იშვიათად თუ ნახავთ ვინმეს, ვინც CHANEL-ს ისე უხდება, როგორც მატილდა", - წერენ კომენტარებში.

რამდენიმე წლის წინ, მატილდა "იმედთან" ინტერვიუში ამბობდა, რომ მოდელობა მისი ბავშვობის ოცნება იყო. მატილდა საკუთარ თავს არაპროგნოზირებადს უწოდებს და ამბობს, რომ ცვალებადი ხასიათი აქვს.

"შეიძლება ერთ დღეს გავიღვიძო, ძალიან კარგ ხასიათზე ვიყო და მეორე საათში სხვანაირად. ძირითადად უპირატესობას ვანიჭებ ვინტაჟურ ლუქებს, იმიტომ რომ უფრო საინტერესოა ტანსაცმელი, რომელიც ახლა არ იკერება და მოდაში აღარ არის",- ამბობდა მოდელი.

მისივე თქმით, სრული სახელი და გვარი მატილდა მარიამ გვარლიანია. მოდელი ყვება, რომ ბებიას სურდა მისთვის მარიამი დაერქმიათ, დეიდამ კი გოგონას სახელად მატილდა შეურჩია, საბოლოოდ, ორივე სახელი დაარქვეს.

2020 წელს მატილდა გვარლიანი საერთაშიროსო ბრენდის, Red Valentino-ს სახე გახდა. მოდელი ბრენდის საახალწლო კამპანიაში გადაიღეს, სადაც სექსუალური და თავდაჯერებული ქალის იმიჯი მოირგო.

ის 16 წლის იყო, როდესაც პირველად გამოვიდა Dolce & Gabbana-ს კოლექციის ჩვენებაზე და მას შემდეგ არაერთ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობდა.