ავტორი:

რომის პაპი ერთი და იმავე სქესის წყვილთა დალოცვის ახალი წესის თაობაზე გამოთქმულ კრიტიკას არ ეთანხმება და გამარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს

რომის პაპი  ერთი და იმავე სქესის წყვილთა დალოცვის ახალი წესის თაობაზე გამოთქმულ კრიტიკას არ ეთანხმება და გამარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს

რომის პაპი ერთი და იმავე სქესის წყვილთა დალოცვის ახალი წესის თაობაზე გამოთქმულ კრიტიკას არ ეთანხმება და გამარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს.

როგორც ცნობილია, გასულ თვეში მიღებული გადაწყვეტილებით, რომის პაპმა ფრანცისკემ კათოლიკე მღვდლებს ერთსქესიანი წყვილების დალოცვის ნებართვა მისცა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

4 ინვარს, ვატიკანის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ფრანცისკემ უარყო კონსერვატორი კათოლიკეების კრიტიკა და აღნიშნა, რომ ქორწინება არის უწყვეტი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის.

ერთნაირსქესიანთა წყვილების დალოცვა არ ნიშნავს ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების კურთხევას. ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ღმერთი მიესალმება ყველას.

დოკუმენტის თანახმად, თავად მღვდელმა უნდა გადაწყვიტოს კონკრეტულ შემთხვევაში დალოცავს თუ არა ერთნაირსქესიან წყვილებს.

ამასთანავე, ერთი და იმავე სქესის წყვილთა დალოცვის შესახებ ფრანცისკეს მიერ გასულ თვეში გამოცემულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სქესობრივი კავშირები ნებადართულად ითვლება მხოლოდ კაცსა და ქალს შორის ქორწინებაში.