ავტორი:

"ვალერი მელაძის ყველა კონცერტი ჩაიშალა... შოთა უგონო მდგომარეობაშია, მიზეზი კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებია" - რა ინფორმაცია ვრცელდება მელაძეების მამაზე?

"ვალერი მელაძის ყველა კონცერტი ჩაიშალა... შოთა უგონო მდგომარეობაშია, მიზეზი კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებია" - რა ინფორმაცია ვრცელდება მელაძეების მამაზე?

ქსენია სობჩაკმა განაცხადა, რომ ვალერი და კონსტანტინე მელაძეების 90 წლის მამა უგონო მდგომარეობაში იმყოფება მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში. კაცი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, შოთა მელაძეს კორონავირუსის გადატანის შემდეგ, სერიოზული პრობლემები დარჩა და ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ვალერი მელაძემ მაშინვე შეწყვიტა საკონცერტო ტური, რათა რთულ პერიოდში მამასთან ერთად ყოფილიყო.

"ვალერი მელაძის ყველა მომავალი კონცერტი ჩაიშალა მამის მძიმე მდგომარეობის გამო. ჩვენი ინფორმაციით, 90 წლის შოთა მელაძე უგონო მდგომარეობაში იმყოფება მოსკოვის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში, რეანიმაციაში. მიზეზი კორონავირუსისგან გამოწვეული შედეგებია. ვალერი მაშინვე გამოფრინდა ტურიდან, ის სულ მამასთანაა“, - იუწყება ქსენია სობჩაკი პირად ტელეგრამის არხზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ძმები მელაძეების მამას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 2008 წელს იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს გულის შეტევით მოსკოვის ერთ-ერთ ელიტარულ კლინიკაში. კაცი მაშინ 74 წლის იყო. ის სახლიდან გავიდა მეგობართან შესახვედრად. მაგრამ ტრანსპორტში ავად გახდა. სახლში მისულმა კი ფეხზე დგომა ვერ შეძლო.

ვალერი მელაძე მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად

ძმები მელაძეები მამასთან ყოველთვის ახლოს იყვნენ. ამჯერად ვალერიმ მშობლის დასახმარებლად ყველა კონცერტი გადადო. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ის მუდმივად მოგზაურობს საზღვარგარეთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში მელაძე რუსეთში მხოლოდ კერძო ღონისძიებებზე გამოდიოდა, რუსულ სცენაზე დაბრუნებაზე ჯერ არ უსაუბრია.