ავტორი:

"ადამიანი, რომელთან ურთიერთობამაც უდიდესი როლი შეასრულა ლევანიკოს წარმატებაში. მადლობა, პატრიარქო" - გარდაცვლილი მომღერლის, ლევან კბილაშვილის დედა

"ადამიანი, რომელთან ურთიერთობამაც უდიდესი როლი შეასრულა ლევანიკოს წარმატებაში. მადლობა, პატრიარქო" - გარდაცვლილი მომღერლის, ლევან კბილაშვილის დედა

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მისი შვილის წარმატებაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დიდი როლი აქვს შესრულებული.

"ადამიანი, რომელთან ურთიერთობამაც უდიდესი როლი შეასრულა ლევანიკოს წარმატებაში. მადლობა, პატრიარქო. მადლობა იმედისთვის, მადლობა რწმენისთვის, რომელიც თქვენ შთააგონეთ ჩემს შვილს. დღეგრძელი ბრძანდებოდეთ, ჩვენო პატრიარქო. დიდხანს იცოცხლეთ. გვჭირდებით“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

ამასთანავე პოსტთან ერთად ავრცელებს ვიდეოს, სადაც ლევანი ილია მეორისთვის სიმღერას ასრულებს.