ავტორი:

მომღერალი ლევან კაშმაძე გარდაიცვალა: "დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა... გლოვობს სამტრედია"

მომღერალი ლევან კაშმაძე გარდაიცვალა: "დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა... გლოვობს სამტრედია"

მომღერალი ლევან კაშმაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი კოლეგები ავრცელებენ.

"ნათელი შენს სულს, ლევან, ძმაო, ნაადრევად დაგვტოვე. ყველას ძალიან გვატკინე გული. უფალს ებარებოდე" - წერს მომღერალი კახა სულაბერიძე.

ლევან კაშმაძის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაციას ავრცლებს შოთო სიხარულიძეც. როგორც ის წერს, კაშმაძე მოულოდნელად გარდაიცვალა.

"გლოვობს ჩემი სამტრედია, კულაში. გარდაიცვალა მომღერალი, ლევან კაშმაძე. დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა... "- წერს შოთო სიხარულიძე.

ლევან კაშმაძე ძირითადად ფანოღურ სიმღერებს ასრულებდა.