ავტორი:

"ბედუინებმა არ მოგიტაცონ" - შორენა ბეგაშვილის ცხელი დასვენება და ფოტოები შორეული უდაბნოდან: ვისთან ერთად ატარებს არაბულ არდადეგებს მსახიობი?

"ბედუინებმა არ მოგიტაცონ" - შორენა ბეგაშვილის ცხელი დასვენება და ფოტოები შორეული უდაბნოდან: ვისთან ერთად ატარებს არაბულ არდადეგებს მსახიობი?

როგორც ახალი წლის დღეებში გიყვებოდით, ქართველი მოდელი, მსახიობი და ინფლუენსერი შორენა ბეგაშვილი ახალ წელს დუბაიში შეხვდა. ვარსკვლავი არაბულ არდადეგებზე საქართველოდან შვილთან ერთად გაემგზავრა. მას შემდეგ, შორენა ხშირად აქვეყნებს ფოტოებს ქვეყნიდან, სადაც ზამთარშიც ცხელა და იქ დასვენება ერთი დიდი თავგადასავალია.

ამჯერად სოციალურ ქსელში უდაბნოს ტურის დროს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც შთამბეჭდავად გამოიყურება.

"ბედუინებმა არ მოგიტაცონ" - წერს ფოტოების კომენტარებში შორენას და, ლელა ბეგაშვილი, რაზეც პოპულარულმა დამ ღიმილით უპასუხა.

"შორენა, უხდები დუბაის. სილამაზე ხარ".

"ბრავო, შორე, შენ უნდა დაიპყრო მსოფლიო".

"ჰააა, დააშტერე არაბი კაცები?“ - წერენ კომენტარებში ბეგაშვილის თაყვანისმცემლები.

შეგახსნებთ, რომ შორენა ბეგაშვილი ბოლო დროს პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს. დაახლოებით ორი წლის წინ, ქართველ კანონიერ ქურდს ლაშა ბარათელს დაშორდა. წყვილის ერთად ყოფნის დროს, შორენა ახალ სიყვარულზე ნაკლებად ლაპარაკობდა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი სწორედ მისი სტატუსი გახლდათ. ბარათელთან დაშორების შემდეგ, შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში ახალი მამაკაცის გამოჩენის შესახებ მედიაში ინფორმაცია აღარ გავრცელებულა. თუმცა ერთ-ერთი ჭორის თანახმად, ის ცნობილი ქართველი მილიონერია, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს.

წაიკითხეთ ასევე: