ავტორი:

რუსეთი უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებულ ბალისტიკურ რაკეტებს იყენებს - რას აცხადებენ აშშ-ის უსაფრთხოების საბჭოში?

რუსეთი უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებულ ბალისტიკურ რაკეტებს იყენებს - რას აცხადებენ აშშ-ის უსაფრთხოების საბჭოში?

აშშ-ის მტკიცებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოთ კორეის მიერ მიწოდებულ ბალისტიკურ რაკეტებს იყენებს - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ ამ საკითხს გაეროს უსაფრთხოების საბჭოში დააყენებს.

ხუთშაბათს, თეთრი სახლის პრესკონფერენციაზე, კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეიდან ბალისტიკური რაკეტების შესყიდვა გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუციის უშუალო დარღვევა იყო.

”ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთმა პასუხი აგოს. იგი კვლავ არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს,” - თქვა მან და ამერიკის კონგრესს უკრაინის დაფინანსებისკენ მოუწოდა:

"ირანი და ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უჭერენ მხარს. უკრაინამ უნდა იცოდეს, რომ აშშ მის გვერდით დგას", - განაცხადა კირბიმ.

ცნობისთვის, აშშ-მ უკრაინას ბოლო სამხედრო დახმარების პაკეტი 27 დეკემბერს დაუმტკიცა. შემდგომი დაფინანსების შესახებ მოლაპარაკებები კონგრესმა შეაჩერა - მიზეზი რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერის არარსებობა გახდა.