ავტორი:

"სევასტოპოლში საჰაერო განგაში გამოცხადდა" - რას წერს რუსული მედია

"სევასტოპოლში საჰაერო განგაში გამოცხადდა" - რას წერს რუსული მედია

დროებით ოკუპირებული ყირიმის რეგიონის ქალაქ სევასტოპოლში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ინფორმაციას რუსული მედია ქალაქის ე.წ. გუბერნატორზე, მიხაილ რაზვოჟაევზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუბერნატორის მტკიცებით, სევასტოპოლისა და სტრელეცკაიას მიდამოებში დაფიქსირებული კვამლი სამხედროების მიერ შენიღბვის სტანდარტული საშუალებების გამოყენებით არის გამოწვეული.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში სახმელეთო და საზღვაო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეწყდა.