ავტორი:

"მსოფლიოს ვთხოვო, რომ ხალხი მოგვცეს? თუ ვერ უზრუნველყოფთ გაწვევას, მიდით და თქვენ იომეთ“ - ვალერი ზალუჟნის მიმართვა რადას დეპუტატებს და კამათი მობილიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით

"მსოფლიოს  ვთხოვო, რომ ხალხი მოგვცეს? თუ ვერ უზრუნველყოფთ გაწვევას, მიდით და თქვენ იომეთ“ - ვალერი ზალუჟნის მიმართვა რადას დეპუტატებს და კამათი მობილიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით

უკრაინის რადაში, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან ერთად, მობილიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

  • უკრაინულ გამოცემა NV-ს წყაროები უყვებიან, თუ რა საკითხებს განიხილავდნენ პოლიტიკოსები და სამხედროები.

"ძალიან ემოციური განხილვები იყო, როგორც შშმ პირების, ასევე ელექტრონული გაწვევის შესახებ. ჩვენ ვეკითხებოდით, რატომ შეიტანეს ეს ნორმა (საუბარია მესამე ჯგუფის შშმ პირების მობილიზაციაზე, - რედ). ასევე დავსვით კითხვები ელექტრონულ გაწვევაზე, როგორი უნდა იყოს პროცესი და როგორ ხედავდნენ ელექტრონულ კაბინეტს. ზოგიერთ შენიშვნას ჩვენები ეთანხმებიან", - ამბობს "ხალხის პარტიის" დეპუტატებიდან ერთ-ერთი.

წყაროს თქმით, ვალერი ზალუჟნი ზოგიერთ ნორმას მკაცრად არ ეთანხმებოდა:

"ის იყო წინააღმდეგი, რომ ჯარში გაიწვიონ პატიმრები. ის ამბობს: "არმია ცუდი ხალხის ადგილია? ეს ასე არ არის.“

მან ასევე აღნიშნა: "მე მჭირდება ხალხი, რუსებმა უკვე გაიწვიეს 400 000 ადამიანი და ივნისისთვის კიდევ რამდენიმე ათასის, 400 000 ადამიანამდე გაწვევას აპირებენ. რით ვეომო?! თუ მსოფლიოს მივმართო და ვთხოვო, რომ ხალხი მოგვცეს ან თუ ვერ უზრუნველყოფთ გაწვევას, მიდით და თქვენ იომეთ“, - მიმართა ზალუჟნიმ დეპუტატებს.

  • ზალუჟნის თქმით, შეეცდება, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლე მაქსიმალურად შეინარჩუნოს. "ყოველ გაწვეულზე 80 დღეა გამოყოფილი, რომ სწავლება და წვრთნა გაიაროს. მაგრამ მომეცით მე ხალხი“, - იხსენებს ზალუჟნის სიტყვებს NV-ს წყარო.

კიდევ ერთი წყარო გამოცემასთან ჰყვება, რომ კომიტეტის სხდომას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ოკსენ ლისოვოი, ეროვნული პოლიციის მეთაური ივან ვიგოვსკი.

"როდესაც მათ ჰკითხეს, მხარს უჭერენ თუ არა ამ კანონპროექტს, მათ თქვეს, რომ კი, მხარს უჭერენ, თუმცა არ უნახავთ დოკუმენტი და სხვა გზა არ ჰქონდათ“, - ამბობს წყარო. ასევე ამ წყაროს თქმით, თავდაცვის მინისტრ უმეროვს სურს, რომ დოკუმენტი იმ სახით დამტკიცდეს, რა სახითაც ახლა არის.

არსებულმა უთანხმოებამ სიტუაცია გაართულა.

ცნობისთვის, მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რადა არ მიიღებდა მობილიზაციის კანონპროექტს ამჟამინდელი სახით.

ავტორი: ანრი კურტანიძე