ავტორი:

სოფელ რუისთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

სოფელ რუისთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან, მიკროავტობუსს სატვირთო შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.